სვანეთში სამ უცხოელ ტურისტს ეძებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც. მათი ცნობით, 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ ბელარუსი ტურისტები თეთნულდზე გაუჩინარდნენ.
„შეტყობინება შემოვიდა, რომ სვანეთში, თეთნულდზე სამი ტურისტი დაიკარგა. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით მიმდინარეობს“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
სამივე დაკარგული ტურისტი ქალია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სვანეთში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.