რუსული მედიის ინფორმაციით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის F-18 ტიპის გამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, თუმცა ამის საშუალება მას რუსულმა გამანადგურებელმა არ მისცა.
აღნიშნულის პასუხად, ნატოში განმარტავენ, რომ რუსული თვითმფრინავი ალიანსის საჰაერო სივრცესთან ახლოს მიფრინავდა, ამიტომაც ბალტიისპირეთის მისიის გამანადგურებელი თვითმფრინავს იდენტიფიცირების მიზნით მიუახლოვდა.
ალიანსისი განცხადებით, როგორც კი თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოხდა, გამანადგურებელი ბაზაზე დაბრუნდა.