თბილისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე გამთენიას მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველებმა აივნის ის ნაწილით ჩამოიღეს, რომელიც განმეორებით ჩამონგრევის საშიშროებას ქმნიდა.
როგორც “რუსთავი2” წერს, სამსართულიან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
მედიასაშუალების ცნობით, მოსახლეობა დედაქალაქის მერიასა და გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებს, რადგამ არაერთხელ მიმართეს კორპუსისთვის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების თაობაზე გამგეობას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
ვიდეომასალას პირველი არხი ავრცელებს.