შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამსახურმა შეზღუდვები შემოიღო გარკვეული MacBook-ის მოდელებზე, რომლებსაც მგზავრები ვერ აიტანენ თვითმფრინავის ბორტზე. ამის შესახებ გაზეთი “ჰილი” იუწყება. უწყებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანია Apple-მა განცხადება გააკეთა, რომ არსებობს აღნიშნული MacBook-ის კონკრეტული მოდელების ელემენტების აფეთქები საშიშროება.
შეტყობინება უკვე გაეგზავნათ ამერიკულ ავიაკომპანიებს.
ჯერჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია ლეპტოპის კონკრეტულ მოდელებზე. ცნობილია მხოლოდ ის რომ შეზღუდვებმა შესაძლოა იმოქმედოს 2015-2017 წლებში გამოშვებულ MacBook Pro-ს გარკვეულ მოდელებზე.