ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავარია ავტობანზე – გარდაიცვალა 3 ადამიანი

ავტობანზე ავარია მოხდა. თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი რენეს მონაკვეთთან ბორდიურს შეეჯახა.

ავარიის შედეგად გარდაიცვალა 3 მგზავრი, მათ შორის ორი ახალგაზრდა მამაკაცია, 1 კი შუახნის ქალი.
შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, თუმცა ის კონტაქტურია და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, ავარიის წინ, მძღოლს, სავარაუდოდ, ჩაეძინა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალებას, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევით, გულისხმობს.

იტვირთბა....