ახალი ამბები მთავარი სამართალი

1-ლი მაისიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინდა

2019 წლის 1-ლი მაისიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 147-დან 93 ფაქტის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 მაისიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 93 ფაქტი შეიცავდა.

უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 47 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა, ქვემო ქართლში – 18, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 12. შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოვლინდა, გურიაში 9 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 8. აჭარაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში – 3, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო შავ ზღვაზე – 4 ფაქტი. 2019 წლის 01 მაისიდან დღემდე, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 165კგ.-მდე შეადგინა.

უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აგრძელებენ პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით”. – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

იტვირთბა....