aviabiletebi
მთავარი ციტატა

“რუსთავი 2” – ის შემძენი იქნება ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი – დვალი

“მინდა გავაფრთხილო ის პოტენციური მყიდველი, რომელიც გამოჩნდება არენაზე, რომ ვერანაირად ვერ გამოვა ის ამბავი, რომ ის იყოს კეთილსინდისიერი შემძენი. მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ საქმე გვაქვს გამოძიებაში და მთავარმა პროკურატურამ ჩვენ გვცნო დაზარალებულად. ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ გამოიკვეთა დანაშაული ჩვენ მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ წართმეული იყო ეს ტელევიზია. მაინც შეიძენს, მაგრამ სტატუსი არ ექნება კეთილსინდისიერი შემძენის.
ეს ყველაფერი უკვე არის სპექტაკლი, რომლის რეჟისორიც არის ბიძინა ივანიშვილი. სხვა რეჟისორს მე აქ ვერ ვხედავ. ჯერჯერობით, რუსთავი 2-ის მყიდველის სახელი და გვარი ჩვენ არ ვიცით, მან იცის. უკვე გადაწყვეტილია, დარწმუნებული ვარ და ის აუცილებლად იქნება ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, ანუ ადამიანი, რომელსაც ის ენდობა თავიდან ბოლომდე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეგახსენებთ, “რუსთავი 2” – ის ამჟამინდელმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა, განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ყიდის და ამისთვის “ერთკვირიან გამჭვირვალე კონკურსს” აცხადებს.

დავით დვალი, “რუსთავი 2” – ის ერთ-ერთი დამფუძნებელი
“რუსთავი 2” – ის ეთერი

იტვირთბა....