ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ბლუმბერგი“ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს პოპულარიზებას გაუწევს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, „ბლუმბერგის მედია ჯგუფის“ ოფიციალურ წარმომადგენელს გლობალურ ბაზრებზე, ტოდ ბაუერს, შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე განხილული იყო აღნიშნულ გლობალურ კორპორაციასთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ „ბლუმბერგი“ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზებაში დაეხმარება. ამ მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „ბლუმბერგ მედია ჯგუფს“ შორის კონტრაქტი გაფორმდა.

ფორუმი მიზნად ისახავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გამყარებას, ბიზნესებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და საუკეთესო ეკონომიკური რეფორმებისა და გადაწყვეტილებების გაზიარებას.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

იტვირთბა....