“უეფამ” თბილისის „დინამოს“ მოთხოვნა როტერდამის „ფეიენორდთან“ მატჩის „დინამო არენაზე“ გულშემატკივრების დასწრებასთან დაკავშირებით არ დააკმააყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად „დინამო“ ავრცელებს.
ცნობისათვის, 8 აგვისტოს, “უეფას” ეთიკისა და დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ სანქციები დაეკისრა და, უეფას გადაწყვეტილებით, „დინამო“ როტერდამის „ფეიენოორდთან” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა თბილისში ცარიელ სტადიონზე გაიმართება. გარდა ამისა, უეფამ “დინამო” 50 ათასი ევროთიც დააჯარიმა.
უეფას განცხადებით, მიზეზი აზერბაიჯანული “გაბალასთან” მატჩისას „დინამოს“ გულშემატკივრების მხრიდან რასისტული შეძახილებია.