ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე ბორჯომში ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტზე იმღერებენ

ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე ბორჯომში ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტზე იმღერებენ, ინფორმაციას ამის შესახებ On.ge ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, მათ გარდა, “ბორჯომობა 2019-ზე”, რომელიც 17 აგვისტოს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ გიგი ადამაშვილი, დათო გომართელი და ზვიად ბოლქვაძე, მათთვის ჰონორარის სახით, ჯამში, 14 350 ლარია გათვალისწინებული.

როგორც ბორჯომის მერი, ლევან ლიპარტია ამბობს, “ბორჯომობის” კონცერტზე გამომსვლელი მომღერლები მას და ბორჯომელებს მოსწონთ.

“ყველას მოსწონს, ვისთანაც იყო საუბარი… [გამოკითხვა] ბორჯომში ჩავატარეთ. ჩვენმა თანამშრომლებმა [ჩაატარეს]”, — უთხრა On.ge-ს ბორჯომის მერმა.

იტვირთბა....