ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მიჩვეულები ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, გვყავს ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენ წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი”

ჩვენ ნელ-ნელა ვხედავთ, რომ ჩვენ წინაშე არიან კანდიდატები, რომლებიც საერთოდ ახლოსაც ვერ მიდიან იმ ძალიან სერიოზულ გამოცდილებასთან, რომელიც მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, გვყავს ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენ წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი, რომელიც შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ შემდგომ ვითომ იმ ხალხმა, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტში, უბრალოდ ნოტარიუსის მსგავსად დაადასტუროს ის კანდიდატურები, რომლებიც მოხვდებიან უზენაეს სასამართლოში, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, იუსტიციის საბჭოში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა, საბჭოში დღეს მიმდინარე გასაუბრებაზეც ისაუბრა.

„ტრადიციულად, ჩვენ კანდიდატებთან ვსვამთ კითხვებს სამუშაო გამოცდილებაზე და ასევე, კეთილსინდისიერებაზე. მადი ჩანტლაძე ადრე, ედუარდ შევარდნაძის დროს მუშაობდა სასამართლო სისტემაში, შემდეგ მან სისტემა დატოვა თუ წავიდა და მოგვიანებით დაბრუნდა. მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე როგორ აფასებს ის სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილებას მრავალი სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში.

ქეთევან ცინცაძის პროფესიული ტრაექტორია კი პირდაპირ უკავშირდება მიხეილ ჩინჩალაძის ყოფნისპერიოდს უზენაეს სასამართლოში. იმთავითვე ჩანს, რომ მას არ აქვს საკმარისი გამოცდილება, რომ ამბიცია ჰქონდეს, დაიკავოს ასეთი მაღალი თანამდებობა. ჩემი აზრით, ეს ადასტურებს იმას, რომ ეს არის ვითომ პროცესი“, – განმარტა ანა დოლიძემ.

იტვირთბა....