„ქართული ოცნება“ არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების შეკიტხვის – ვისთან აპირებს კოალიციის შექმნას მმართველი გუნდი მომავალი არჩევნების შემდეგ, საპასუხოდ განაცხდა.
პრემიერის თქმით, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, და აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნების” თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ.
მისივე თქმით, ეს მხოლოდ ქართველი ერის გადასაწყვეტია, რომელიც საკუთარ არჩევანს 2020 წლის არჩევნებზე დააფიქსირებს.
„სატელიტი პარტიები არის იმ ზღაპრების ნაწილი, რის პროპაგანდასაც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი აკეთებს. როდესაც ვსაუბრობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბუნებრივი, ნულოვანი ბარიერით, რა თქმა უნდა, იმის ალბათობა, რომ კოალიციური მთავრობა შეიძლება იყოს, მნიშვნელოვნად იზრდება და ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ქართველი ერი. აქედან გამომდინარე, წინ არ გავუსწროთ მოვლენებს. ერთ წელზე მეტია დარჩენილი არჩევნებამდე და ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ქართველი ამომრჩეველი. სხვა ყველაფერი, რასაც ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილისგან ვისმენთ, არის ტყუილი დეზინფორმაცია და იაფფასიანი პოლიტიკური ზღაპრები“,- აღნიშნა პრემიერმა.