“შალვა შავგულიძესთან მივედი, ავუხსენი ვითარება, ვესაუბრე – უარი მითხრა, მე ნაცების, ევრონაცების და სააკაშვილის თამაშს ვერ ვითამაშებო! თუ ეგრე მიყურებ, რომ ნაცი ვარ, რაღაზე გელაპარაკო-თქო, ავდექი და წამოვედი. გავიხედე, ცოტა ხანში და ვხედავ კენჭს იყრის მთაწმინდაზე ევროპული საქართველოს სახელით. ვცდილობდი იმ პერიოდში არ მენახა, თორემ, არ ვიცი, რას ვეტყოდი და ვიზამდი. ადამიანი რომ ერთს უღალატებს, ის ყველას უღალატებს.”
ზაზა სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა
შეგახსენებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდების ჩხუბს 2 ახალგაზრდას სიცოცხლე შეეწირა.