aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევისას 2 ადამიანი დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში ჩაქვთან დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამჟამად გვირაბთან საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....