"არ ვიცი, რამდენად აქვს ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი2“ შეიძინოს" - პაატა სალია - Metronome.Ge
მთავარი ციტატა

“არ ვიცი, რამდენად აქვს ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი2“ შეიძინოს” – პაატა სალია

“ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაინტერესების თაობაზე ჩემთვის უცნობია. ქიბარ ხალვაშმა ერთი პირი დაასახელა. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს. მე არ ვიცი, რამდენად აქვს ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი2“ შეიძინოს. კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი იყო მისი არაფორმალურად მესაკუთრე და მმართველი. ამის თაობაზე ჩვენ სარჩელი პირდაპირ შავით თეთრზე წერია და სწორედ ამას იხილავდა სასამართლო, რომ რეალური მესაკუთრეები ყარამანიშვილები არ იყვნენ და ქიბარ ხალვაშის იძულება მოხდა მიხელ სააკაშვილის მიერ, რომ დაეთმო წილები. შესაბამისად, ამ ეტაპზე თუ კარგად ნახავთ განცხადებას, ქიბარ ხალვაშმა დააფიქრისა, რომ გამოირიცხოს ყველანაირი სპეკულაციები, ეს პროცესი წარიმართება ღიად და საჯაროდ. შესაძლებელია გამოჩნდეს ან არ გამოჩნდეს მყიდველი. თუ ამ მოკლევადიან პერიოდში მყიდველი არ გამოჩნდება, მაშინ სხვა გეგმა გვექნება ასამოქმედებელი, რომლითაც ხელი უნდა შევუწყოთ კომპანიის გაჯანსაღებას. ეს არ არის კომპანიის გაკოტრება”.

პაატა სალია, “რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორი 

ამავე თემაზე
იტვირთბა....