ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პეტრო პოროშენკოს კვერცხები დაუშინეს

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ კვერცხები დაუშინეს, თუმცა როგორც თავად ამბობს, არაფერი მოხვედრია.

ის დაკითხვაზე  უკრაინის სახელმწიფო ბიუროში, მის მიერ ტელეკომპანიის შეძენისას გადასახადების გადახდისგან შესაძლო თავის არიდებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა.

პოროშენკოს მოწინააღმდეგეები მოითხოვდნენ, ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებისთვის, პოლიციამ და უკრაინის ნაციონალური გვარდიის თანამშრომლებმა სპეციალური დერეფანი შექმნეს.

იტვირთბა....