ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოსური მხარე ქართულ მხარესთან ღია დიალოგისთვის მზადაა” – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

როგორც სააგენტო “რია ნოვოსტი” იუწყება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, ოსური მხარე მზადაა ღია დიალოგზე ქართულ მხარესთან, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი ხელს არ შეუშლის.

“ეს არის მითი, რომ თითქოს ქართველ ჟურნალისტებს არ უშვებენ ცხინვალის ტერიტორიაზე. მათ შეუძლიათ შევიდნენ, დაელაპარაკონ ხალხს, მთავრობას, გაიგონ, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი. პირდაპირ ვაცხადებ, ოსური მხარე მზადაა მოლაპარაკებებისთვის, ორმხრივ დიალოგზე ნებისმიერ საკითთან დაკავშირებით” – ციტირებს “რია ნოვოსტი” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებს.

იტვირთბა....