აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, საბავშვო ბაღში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ყველაზე პატარა 8 თვის იყო, უფროსი კი 7 წლის.
ამასთანავე, დაშავდა შენობის მეპატრონე, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.