მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

“სასულიერო პირებმა არ იციან სიძველი ფასი, რომ იცოდნენ, საკმარისად ხარბები არიან იმისთვის, რომ პრიალა მეტლახი არ დაეგოთ!”

“ტაბულას” დაფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ყინწვისის მონასტერში მეტლახის დაგებას ეხმაურება და ამ ფაქტს სასულიერო პირების გაუნათლებლობას აბრალებს.

“ის რაც ყინწვისში მოხდა, პირველ რიგში სამღვდელოების გაუნათლებლობის ბრალია.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების მნიშვნელოვან ნაწილს არათუ სახარება, ტომ სოიერიც კი არ აქვს წაკითხული, გაგებაზე საუბარიც არაა.

მათ არ იციან კულტურული მემკვიდრეობის ფასი, არ იციან სიძველის ფასი.

რომ იცოდნენ, საკმარისად ხარბები არიან იმისთვის, რომ პრიალა მეტლახი არ დაეგოთ!

სასულიერო ელიტის უწიგნურობა, გაუნათლებლობა, უცოდინრობაა ამ საშინელი ბოროტების სათავე და მერე ყველაფერი სხვა.

ესაა სტალინის მემკვიდრეობა – ვისაც ცოდნა ჰქონდა დახვრიტა, სასულიერო ელიტა გაანადგურა! შესაბამისად, მემკვიდრეობაც არ დარჩენილა გადასაცემად”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირებმა ყინწვისის მონასტერში მარმარილოს მეტლახი დააგეს. 

 

იტვირთბა....