“ძალიან რთულია მოახერხეო და ცალკე გამოყო ნიკა გვარამიას საქმე და ვერ დაინახო მთელი კომპლექსი, მთელი ახალი ტენდენცია, ახალი ტალღა პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” მოქმედებაში. გვარამიაც ამ პოლიტიკური ტალღის შემადგენელია, “რუსთავი 2”-იც და რანაირად გინდა არ დაინახო, რომ ამ ტალღის ნაწილია “ტვ პირველიც” , ტალღის ნაწლია ხაზარაძე, მელია, ამ ტალღის ყველაზე მძიმე ნაწილია 20-21 ივნისი, როდესაც მიტინგის ძალადობრივი დაშლა ხდება და შემდეგ მიმდინარე მოვლენები – ოქრუაშვილი იყო, ანაკლია. თუ პოლიტიკურ შეფასებას აკეთებ და პოლიტიკას უყურებ როგორც პროცესს და არა ემოციურად, ცოტა რაციონალურადაც თუ შეხედავ ამ ყველაფერს ძალიან ძნელია, რომ ცალ-ცალკე გამოყო ეს მოვლენები და ვერ დაინახო ერთიანი პროცესი , ერთიანი მიზანმიმართული პოლიტიკა ამასთან მიმართებაში. ჩვენ მივდივართ ავტორიტარული სახელმწიფოსკენ და ეს არის ფაქტი”
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
“პალიტრანიუსის” ეთერი