aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ბრიფინგზე გამოსული პროკურორი მოხვდება ციხეში, ამის პირობას ვდებ” – გვარამია

პირდაპირ მინდა ვთქვა, დღეს ბრიფინგზე გამოსული პროკურორი გულუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და აუცილებლად სამოქალაქო სარჩელსაც შევიტან ღირსებისა და და სახელის შელახვისთვის. ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი. პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით, რომელიც ალბათ, დაუწერეს, მაგრამ ციხეში გულუაშვილი მოხვდება მაინც, გააყალბა ფაქტები და არ თქვა, რომ ამაში ფული გადახდილი იყო ჩემს მიერ. ვიმეორებ, არანაირი ბინების ეპიზოდი ჩემს ბრალში არ არის. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო ჩემი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით და მოყვანილი იყო ნახევრად სწორი ფაქტები. ამიტომ პროკურორი გულუაშვილი ჯერ მისცემს ჩვენებას, ეს ვინ დაუწერა და მერე თვითონ მოხვდება ციხეში, ამის პირობას ვდებ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკა გვარამია, “რუსთავი 2” – ის ყოფილი დირექტორი
“ტვ პირველის” ეთერი

იტვირთბა....