„ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ქურდი არის ბიძინა ივანიშვილი, არიან სხვა ქურდებიც, მაგრამ მათ შორის ნიკა გვარამია არ არის. აუცილებლად უნდა გავცე პასუხი ბიძინა ივანიშვილს, კორუფცია არის ჩემი წითელი ხაზი, მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურში და არამხოლოდ, მე ვიბრძვი კორუფციის წინააღმდეგ და საკუთარი მაგალითით ვცდილოიბ დავამკვიდრო სტერეოტიპი, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი, კარგი ტიპი და არ იპარავდე. ეს არის ჩემი მორალური ხერხემალი, ზუსტად კორუფცია და მის წიანააღმდეგ ბრძოლა. არც ერთ სხვა ბრალზე არ მექნებოდა ასეთი მწვავე რეაქცია. ერთხელ, 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა უკვე გადაკვეთა ეს ხაზი, მაგრამ სასამართლომ გამამართლა. ზუსტად ამ ხაზის გადაკვეთა იყო ინსპირატორი იმისა, რომ მას „ვაფარჩაკებდი“ და არასდროს არ დავნებდებოდი. ახლა მან ეს ხაზი მეორედ გადაკვეთა და მას ვპირდები, მას ელის განადგურება და მის კაპიტულაციას ჩავიბარებ მე და ვიქნები მის მიმართ ბევრად მოწყალე, ვიდრე მას წარმოუდგენია“
ნიკა გვარამია, “რუსთავი 2” – ის ყოფილი დირექტორი
“ტვ პირველის” ეთერი