ავტორი: ენდი შვეტცი
წყარო: at.ge
2014 წელს, აფხაზეთის რეგიონში პირველად ვნახე ულამაზესი ნაგებობები, რომლებმაც მაშინვე მომაჯადოვა. ნანგრევებს გარშემორტყმული ლანდშაფტი და არქიტექტურა ჩემთვის ესთეტური სიზმარივით იყო.
იმ დროისთვის ჯერ არ ვიცოდი რას გააღვიძებდა ჩემში 2019 წლის ვიზიტი. ენგურიდან გადასვლის შემდეგ, ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ომის ჭრილობები აქ ჯერ კიდევ ღიაა. ყველგან მოჩანდა სახლების ნანგრევები, რომლებსაც ბუნება ნელ-ნელა ითვისებდა.
იმის მიუხედავად, რომ მსგავსი სცენარები ხორვატიასა და ბოსნიაში მოგზაურობისას ნანახი მაქვს, ეს მაინც სულისშემძვრელი სანახაობაა, რადგან ყოველი სახლის ნანგრევის უკან სამუდამოდ შეცვლილი ადამიანის ბედი დგას.
მიტოვებული რკინიგზის სახლი
მიტოვებული რკინიგზის სადგური, რომელიც დღეს ბაზრის ფუნქციას ასრულებს
მაგრამ ჩემი სხვა მოგზაურობების მსგავსად, მინდოდა შემენარჩუნებინა ობიექტურობა და ამავდროულად ისევე მესიამოვნა აქაურობით, ისევე როგორც ჩემი საქართველოში პირველი მოგზაურობისას.
აფხაზები ძალიან სტუმართმოყვარეები იყვნენ, თუმცა ხშირად ეჭვის თვალით მიყურებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჭამისა და ფოტოგადაღებების მეტი იქ არაფერი მიკეთებია.
მიტოვებული რკინიგზის სახლი
მიტოვებულ ადგილებსა და შენობებში ყოფნისას საკმაოდ რთული იყო საკუთარი გრძნობების კლასიფიკაცია. ერთის მხრივ, არქიტექტურა და ნგრევა ჩემი ვნების საგანია, და ჩემი მონახულებული ადგილებიდან ბევრი ძალიან შთამბეჭდავი იყო. მეორეს მხრივ, ეს ადგილები ძალიან მასევდიანებდა, იმიტომ რომ რეგიონი ნამდვილი მარგალიტია, რომლის სიკაშკაშეც ნელ-ნელა კრთება. ამიტომ ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის მოცემული პროექტით დოკუმენტირება, რადგან ბრწყინვალების კლების მიუხედავად… მშვენიერი ქალი მშვენიერ ქალად რჩება.
შესასვლელი მიტოვებულ სანატორიუმში
ჩემსავით გარეშე პირისთვის, რომელიც არ იცნობს კონფლიქტის ზუსტ ისტორიულ ფონს, კიდევ უფრო რთულია ამ ვიზიტის შემდეგ ყველაფრის გაგება. ორივე მხარეს მოვისმინე უამრავი მოსაზრება და გამოვცადე მეგობრული დამოკიდებულება და სტუმართმოყვარეობა.
დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე ერთ მშვენიერ დღეს იპოვის ყველასთვის მისაღებ გამოსავალს. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ფიზიკური ზღუდეების აღმართვა, თითოეულს შეუძლია გახსნას ზღუდეები საკუთარ გულებში. შესაძლოა საშინელებების დასავიწყებლად გარკვეული დროც იყოს საჭირო? ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, გერმანელებმა ეს ერთხელ უკვე გამოვცადეთ.
მიტოვებული სანატორიუმი
ასეა თუ ისე, ჩემი მოგზაურობის შედეგად ქართველებსა და აფხაზებს ჩემს გულში უკვე დიდი ადგილი უკავიათ და იმედი მაქვს, რომ ჩემი ფოტოები, იმის მიუხედავად რომ ისინი ნგრევას ასახავს, მაყურებელს გონებით უკეთეს წარსულში ამოგზაურებს.
რაც მოხდა, იმას უკვე ვეღარ შეცვლი, მნიშვნელობა მხოლოდ მომავლისკენ გზას აქვს. და თუ როგორი იქნება ის, ჩვენზეა დამოკიდებული.
ყოფილი საკანონმდებლო ორგანოს საფეხურები
მიტოვებული ტუბდისპანსერი
სოხუმის მიტოვებული აეროპორტი
სანატორიუმის ამაოება
მიტოვებული კულტურის სახლი აკამარაში
ყოფილი ჩაის ადმინისტრაცია
მიტოვებული რკინიგზის სადგური
მიტოვებული რკინიგზის სადგური
მიტოვებული რკინიგზის სადგური
ძველი ავტოსადგური
მიტოვებული სპორტული კომპლექსი
მიტოვებული თურქული სატვირთო ხომალდი აფხაზურ პორტში
ედუარდ შევარდნაძის თვითმფრინავი სოხუმის ეროპორტში
სკოლის მრავალფუნქციური დარბაზი
სოხუმის მიტოვებული პარლამენტი
მიტოვებული ტუბდისპანსერი
მიტოვებული რკინიგზის სადგური
მანქანების ნარჩენები პოლიანაში
მიტოვებული რკინიგზის სადგური
ღია სანატორიუმი
მიტოვებული ლენინის ქანდაკება ყოფილი სკოლის ეზოში
მიტოვებული ტუბდისპანსერი
მიტოვებული კაფე / რესტორანი
მიტოვებული რკინიგზის ბაქანი
მუსიკალური სკოლის მზირე დარბაზი
მუსიკალური სკოლის ერთ-ერთი პიანინო
საკლასო ოთახი სკოლაში
ზეთის მიტოვებული ქარხანა
მიტოვებული რკინიგზელთა კულტურის სახლი
მიტოვებული კულტურის სახლი
მიტოვებული რკინიგზის სადგური
ძველი პანთეონი
ძველი სანატორიუმი
სოხუმის ძველი კარიბჭე