ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში მგზავრობის ტარიფი გაიზარდა

რუსთავის საკრებულომ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის მიკროავტობუსებისთვის მგზავრთა გადაყვანის ახალი ტარიფი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელეს.

მგზავრები რომლებიც კომპანია “ინტერტრანსი”-ს მომსახურებით სარგებლობენ გაზრდილი ფასის გადახდა მოუწევთ.

ტარიფი გაიზარდა და 1.8 ლარი გახდა შემდეგ მარშრუტზე:

1. რუსთავი, თოდრიას წრე – თბილისი, დიდუბე;

2. რუსთავი, რკ. სადგური – თბილისი, დიდუბის ზედა გასასვლელი;

3. რუსთავი, ძველი ბაზარი – თბილისი, რკ.სადგურის მოედანი;

4. რუსთავი, XII მიკრორაიონი – თბილისი, რკ.სადგური;

5. რუსთავი, გმირთა მემორიალი – თბილისი, ვარკეთილი;

6. რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა – თბილისი, სპორტის სასახლე;

ტარიფი არ გაიზარდა შემდეგ მარშრუტებზე:

1. რუსთავი, ძველი ბაზარი – თბილისი, მოსკოვის გამზირი;

2. რუსთავი, ძველი ბაზარი – თბილისი, ისთ ფოინტი;

3. რუსთავი, XIX მიკრორაიონი – თბილისი, მაღლივი კორპუსი;

4. რუსთავი, შარტავას გამზირი – თბილისი, ლილო;

5. რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა – თბილისი, გლდანი;

შეგახსენებთ რომ კომპანია ინტერტრანსი დაახლოებით 1 წელია მგზავრობის ტარიფზე ფასის გაზრდას ითხოვს. ფასის გაზრდას აპროტესტებდა მოსახლეობა, გაიმართა რამდენიმე აქცია. მოგვიანებით რუსთავის მერიამ, აქტივისტებთან და კომპანია ინტერტრანსის წარმომადგენლებთან ერთად მოახდინეს მგზავრთა ნაკადის დათვლა. შედეგები გადაეგზავნა სამხარაულის ბიუროს, საიდანაც მოვიდა დასკვნა რომელიც მერიას რეკომენდაციის სახით გააცნეს. დასკვნის მიხედვით მგზავრობის ტარიფი გარკვეულ მარშრუტზე 1.8 ლარით განისაზღვრა. საკითხზე რამდენიმე თვე მიმდინარეობდა მსჯელობის და კამათი, დღეს კი რუსთავის საკრებულომ მერიის მიერ გადაგზავნილი დოკუმენტი ფასის გაზრდის შესახებ მიიღო და დაამტკიცა.

რუსთაველებს გაზრდილი ფასის გადახდა რამდენიმე დღეში მოუწევთ.

იტვირთბა....