“რუსთავი2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გავრამიას დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილებას წარუდგენენ.
როგორც მთავარ საგამოძიებო უწყებაში, დღეს გამარტულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გავრამიას ბრალს სსკ -ის 220-ე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარუდგენენ.
მუხლი 220. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება:
საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.