aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე საუბარი” – ბახტაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „მტკიცე სული/Agile Spirit 2019“-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე საუბარი.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დასავლელ პარტნიორებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ისინი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს იმ მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისათვის, რომელსაც ისინი უწევენ ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სწავლება „მტკიცე სული/Agile Spirit2019“-ის ორგანიზატორებს – საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობასა და აშშ-ის ევროპის სარდლობას ასეთი მნიშვნელოვანი წვრთნების ორგანიზებისთვის. საქართველოსთვის ძალიან საპატიოა სწავლების იმ ციკლში მონაწილეობა, რომელსაც აშშ-ის ევროპის სარდლობა აწარმოებს. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტკიცე და უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ.ჩვენმა ქვეყანამ უკვე მეცხრედ უმასპინძლა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას, რომელიც ამჯერად „მტკიცე სული 2019“-ის სახელით მოეწყო. ასეთი სწავლებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სულ უფრო გვაახლოებს ნატოსთან და ზრდის ალიანსთან ჩვენი ქვეყნის თავსებადობის დონეს. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, და თითოეული ეს ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო ქომაგია, ისევე როგორც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2019 დახურვის ცერემონია დღეს გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

იტვირთბა....