გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვე სდღეს დილიდან შეინიშნება საინჟინრო ტექნიკის გადაადგილება – ამის შესახებ ინფორმაცის ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშიას” დამფუძნებლი, დავით ქაცარავა ავრცელებს.
ქაცარავა არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებულმა რეჟიმმა ბორდერიზაციის პროცესი უახლოეს პერიოდში გააგრძელონ.
„ჩვენ შევნიშნეთ დღეს საინჟინრო ტექნიკის გადაადგილება, არ ვიცი, ეს რას უკავშირდება, შეიძლება ისინი ემზადებიან უახლოეს დღეებში, ან როცა ისინი გადაწყვეტენ ამას, გააგრძელონ ბორდერიზაცია. ამიტომ, აქტიური გადაადგილება შეინიშნება, უკვე ნახევარი საათის განმავლობაში მეორე, საკმაოდ დიდი სამხედრო მანქანა ვნახეთ, ასევე, გადაადგილდებოდა დიდი საინჟინრო ტექნიკის გარკვეული ნაწილი, შესაბამისად, მოსალოდნელია, მოლოდინი, ბუნებრივია, არის, რომ რუსული საოკუპაციო ძალები შეეცდებიან გააგრძელონ ბორდერიზაცია, ამიტომ, მოვუწოდებ როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას, ვიყოთ ძალიან აქტიურები, ძალიან ყურადღებით,“ – განაცხადა დავით ქაცარავამ.
შეგახსნებთ, რომ გუშინ 8 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს რუსმა ოკუპანტებმა ბორდერიზაცია გაანაახლეს. თუმცა როგორ ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, პროვესი მალევე შეჩერდა.