საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 სასარჩელო მოთხოვნიდან 5 დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ეკატერინე მესხიძის მიმართ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებას ადგილი არ ჰქონია.
ასევე, დაავალა მოპასუხე ეკატერინე მესხიძეს დაევალა , მის მიერ ერთი წლის წინ გავრცელებული ინფორმაციის სხვადასხვა ტელეკომპანიებში საჯაროდ უარყოფა.
“სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი სასარჩელო მოთხოვნა და დადგინა რომ ჩემი საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობს დროს არ ჰქონია ძალადობას და სექსუალურ შევიწროებას ადგილი. უფრო მეტიც, მან მოპასუხე ეკატერინე მესხიძეს დაავალა მთელ რიგ კომპანიებში უარყოს 1 წლის წინ მის მიერ გავრცელებული ცრუ, მოგონილი ბრალდებები, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩემ საქმიან რეპუტაციას, შელახა ჩემი პატივი და ღირსება და რაც მთავარი, შეურაცხყო მისივე კოლეგები საჯარო რეესტრის, სააგენტოს თანამშრომლები”. – განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ.
შეგახსენებთ, 2018 წელს უგრხელიძე მისმა ყოფილამ თანამშრომელმა ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. რის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.