“დინამო” “ფეინოორდთან” განმეორებით მატჩს დინამო არენაზე ცარიელი ტრიბუნებით ჩაატარებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უეფამ აზერბაიჯანულ “გაბალასთან” თბილისში გამართულ შეხვედრაზე “დინამოს” გულშემატკივრების მიერ რასისტული ქცევის გამო მიიღო.
გაარდა ამისა, ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული კლუბი 50 000 ევროთი დაჯარიმდება.
როტერდამის “ფეინოორდს” თბილისის “დინამო” 15 აგვისტოს თბილისში უმასპინძლებს.