aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ვახტანგ წერეთელმა ჩვენს შეკითხვებზე ძირითადად პასუხი გასცა, რომ არ ახსოვს” – პროკურორი

aviabiletebi
ავიაბილეთები

„თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის დაკითხვის შემდეგ განუცხადა, რომ ვახტანგ წერეთელმა პროკურატურის შეკითხვებზე ძირითადად პასუხი გასცა, რომ არ ახსოვს და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი.

როგორც ტყეშელაშვილმა აღნიშნა, პროკურატურას წერეთელთან ჰქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის იმ კომპანიებს წარმოადგენდა, რომელბზეც „თიბისიმ“ სესხი გასცა.

„ვახტან წერეთელი სოციალურ ქსელში ავრცელებდა რიტორიკულ შეკითხვებს – რატომ არ ხდებოდა მისი დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნება ჩვენ სასამართლოში დავკითხეთ, ძირითადად ჩვენს შეკითხვებზე მან პასუხი გასცა, რომ არ ახსოვს და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი. ჩვენ ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის წარმოადგენდა “სამგორი M”-ის და „სამგორი თრეიდის“ წილის მფლობელს. ჩვენ გვქონდა შეკითხვები იმ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

რაც შეეხება ვახტანგ წერეთლის განცხადებას, რომ პროკურატურას სურს მისი მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, პროკურორი განმარტავს, რომ მსგავსი პროგნოზების გაკეთება არასწორია.

„სამართლებრივად ვფიქრობ, არასწორია წინასწარ პროგნოზების გაკეთება, საქმეზე რა მოხდება და როგორ მოხდება. ასეთი პროგნოზების გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა ტყეშელაშვილმა.

იტვირთბა....