ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როდესაც მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ დაკითხულიყო ვახტანგ წერეთელი, სწორედ მაშინ მივმართეთ მას” – პროკურორი

პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა, რომელმაც „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში იმყოფება, განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გავაანალიზეთ მოპოვებული მტკიცებულებები დავდექით ამ აუცილებლობაზე, სწორედ ახლა ვკითხავთ ვახტანგ წერეთელს

როგორც მან მედიას განუცხადა, სწორედ მაშინ მოხდა წერეთლის გამოკითხვაზე დაბარება, როცა ეს მიზანშეწონილად ჩაითვალა.

„გამოძიება განგრძობადი პროცესია. მტკიცებულებების მოპოვება ხდება ეტაპობრივად. ბუნებრივია, ყველა მტკიცებულების ერთდროულად მოპოვება შეუძლებელია, შესაბამისად, როდესაც მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ დაკითხულიყო ვახტანგ წერეთელი, სწორედ მაშინ მივმართეთ მას. მას შემდეგ, რაც გავაანალიზეთ მოპოვებული მტკიცებულებები, დავდექით ამ აუცილებლობაზე და სწორედ ახლა ვკითხავთ ვახტანგ წერეთელს“,- განაცხადა პროკურორმა.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო (ვახტანგ) წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომელზეც ბრალი „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წაყენებული.

იტვირთბა....