იაპონურმა სტარტ-აპ კომპანია ALI Technologies Inc-მ გაყიდვაში გამოუშვა პირველი იაპონური მფრინავი მოტოციკლი. ამის შესახებ იაპონური მედია იუწყება.
აღნიშნული კომპანია ძირითადად დაკავებულია უპილოტო მფრინავი ობიექტების წარმოებით.
თავდაპირველად, საცდელ ვარიანტში, კომპანია 100 ეგზეპლარის გამოშვებას გეგმავს, რომელიც 10 მეტრის სიმაღლეზე იფრენს და სიჩქარე 200 კმ/სთ-ში ექნება.