aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მზად არ ვიყავით და შიში ქრონიკული გახდა, ეს იყო ჩვენი შეცდომა” – სააკაშვილი აგვისტოს ომზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ექს -პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც ჟურნალისტმა კითხვა აგვისტოს ომის დროს დასავლეთის რეაქციაზე დაუსვა განაცხდა, რომ არავის სურს პრობლემები და დასავლელი პოლიტიკოსების ძირითადი ინსტიქტიც ის გახლავთ, რომ ერიდონ, დააიგნორონ პრობლემები, ან თავი ისე წარმოაჩინონ, თითქოს მათ ვერ ხედავენ, ან ეს პრობლემები არარეალურია.

კითხვაზე, გაუცრუა თუ არა დასავლეთმა მას იმედები ამ წლების განმავლობაში, სააკაშვილმა უპასუხა, რომ დასავლეთის მიმართ თავდაპირველი ენთუზიაზმი გაუქრა, თუმცა დღესაც მიიჩნევს, რომ დასავლელი ლიდერები მაინც საუკეთესოები არიან თანამედროვე სამყაროში.

„ზოგჯერ ისინი ფარისევლობას იჩენენ, აქვთ ორმაგი სტანდარტები. თუმცა ისინი საუკეთესოები არიან თანამედროვე სამყაროში,“ – აღნიშნა სააკაშვილმა.

აგვისტოს ომის შესახებ დასმულ კითხვაზე – წამოეგო თუ არა სააკაშვილი პროვოკაციას და წააქეზა თუ არა ის რუსეთმა, ექს-პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს სიმართლეს არ შეესაბამება.“

„ტალიავინის დასკვნამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა. მათ განაცხადეს, რომ ომი საქართველოდან დაიწყო, თუმცა რუსული ჯარი იმ დროისთვის უკვე იქ იმყოფებოდა. უკაცრავად, რას გულისხმობენ ამაში? რუსეთის სცენარი ძალიან მკაფიო იყო. ეს იყო არტიკულირებული, არა სპეკულირებული. კოკოითმა [სამხრეთ ოსეთის მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა] თქვა,”ჩვენ გავასუფთავებთ ხეობებს ბანდიტებისგან”- მათი სცენარი იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრა, მაგრამ ამ შემოჭრის შენიღბვა ოსური ძალების ადგილობრივების გარკვეულ ჯგუფთან დაპირისპირებით სურდათ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა: „ერთ-ერთი შეცდომა, რაც დავუშვით ის იყო, რომ ჩვენ მზად არ ვიყავით. ჩვენი შიში ქრონიკული გახდა და ჩვენ მზად არ ვიყავით იმისთვის, რაც მოხდა. ძალიან დაძაბული ვიყავით“. – განაცხადა სააკშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

შეგახსენებთ, რომ დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა.

იტვირთბა....