ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ” – ამერიკელი მკვლევარი

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა, რომ 2008 წელს რომ გაგვემახვილებინა ყურადღება იმაზე, თუ რას აკეთებდა რუსეთი მისი მეზობლების წინააღმდეგ, მივხვდებოდით, რომ მომავალში ეს ჩვენი პრობლემაც გახდებოდა.

მისი შეფასებით, საქართველოს უსაფრთხოება დღეს არანაირად არ უნდა იყოს იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე დასავლეთ გერმანიის უსაფრთხოება იყო ცივი ომის პერიოდში.

„სამწუხაროდ, ომმა ძალიან გვიან შეცვალა დასავლეთის გეოპოლიტიკური ხედვები. 2008 წელს რომ გაგვემახვილებინა ყურადღება იმაზე, თუ რას აკეთებდა რუსეთი მისი მეზობლების წინააღმდეგ, მივხვდებოდით, რომ მომავალში ეს ჩვენი პრობლემაც გახდებოდა. 11 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და რუსეთისთვის ამას არ მოჰყოლია არანაირი საფასური. შედეგად, დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ, რადგან რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოში გააკეთა, იყო ის თარგი, რა თარგითაც მან შემდეგ არა მარტო უკრაინაში, არამედ დასავლეთშიც იმოქმედა. მე ვგულისხმობ ჰაკერულ შეტევებს, დეზინფორმაციას, საშინაო საქმეებში ჩარევას და ისინი აგრძელებენ ამის გაკეთებას.

ნელ-ნელა ხალხი ხვდება, რომ ეს სისტემური კონფლიქტია ორ სხვადასხვა იდეის სისტემებს შორის. დასავლეთი დაფუძნებულია კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტებზე, ხოლო აღმოსავლეთი – კორუფციაზე, კლიენტალიზმსა და შერჩევით სამართალზე. საქართველო ფრონტის ხაზია ამ დაპირისპირებაში. ვფიქრობ, საქართველოს უსაფრთხოება დღეს არანაირად არ უნდა იყოს იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე დასავლეთ გერმანიის უსაფრთხოება იყო ცივი ომის პერიოდში“, – განაცხადა მან “ამერიკის ხმასთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა.

იტვირთბა....