საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დააჯილდოვა ვეტერანები: ზურაბ ადუაშვილი, ჯიმი ინატაშვილი და გრიგოლ ტოგონიძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერანთა ოჯახის წევრებიც.