მთავარი ციტატა

“11 წლის მანძილზე არც ერთ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ურთიერთობების დასარეგულირებლად და კონფლიქტების საკითხის მოსაგვარებლად” – ბურჯანაძე

“პირველ რიგში, ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც თავი შესწირა სამშობლოსათვის ბრძოლას, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს გმირების აღზრდისთვის. ეს ისეთი ტკივილია, რომელიც წლების გასვლის მიუხედავად, მხოლოდ მატულობს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ აგვისტოს ომის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა და არაფერი გაკეთებულა საქართველოს ერთიანობისათვის და მთლიანობისთვის, რეალურად არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რისთვისაც ეს ადამიანები იბრძოდნენ. არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა წინ ურთიერთობების დარეგულირებისა და კონფლიქტების საკითხების მოგვარებისათვის, რის გამოც ქვეყნის გამთლიანების უფრო მცირე შანსი რჩება. მე ვისურვებდი, გავაკეთოთ ყველაზე მთავარი, რაც სჭირდება ქვეყნის ერთიანობას და სიძლიერეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით პირნათელი ჩვენი გმირების სულის წინაშე”

ნინო ბურჯანაძე, “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
მუხათგერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას

იტვირთბა....