“რაც უნდა კრიტიკული დამოკიდებულება გვქონდეს წინა ხელისუფლების მიმართ, უნდა გვესმოდეს, რომ აგვისტოს ომის თემებზე საუბრისას საკუთარ ქვეყანას არ უნდა ვაზარალებდეთ. მხედველობაში მაქვს ჩვენსავე საჯარო სივრცეში იმგვარი ნარატივის დამკვიდრება, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდა წლებია იმეორებს და ცდილობს დაამკვიდროს მოსაზრება, რომ 2008 წლის აგვისტოში ყველაფერში ბრალი ქართულ მხარეს მიუძღვის.”.
კორნელი კაკაჩია, თსუ-ის პროფესორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი
“ინტერპრესნიუსი”