ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიკა გვარამია სასამართლოში დაიბარეს

“რუსთავი 2″-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სასამართლოში, გამოკითხვის ოქმის გასაცნობად დაიბარეს.

გვარამია ფიქრობს, რომ გამოძიების მთავარი სამიზნე, მისი განეიტრალებაა.

„როდესაც თხზავენ დანაშაულს, იქ ხომ ზღვარი არ არსებობს. როგორ უნდა ვიმკითხაო უკანონობა სადამდე მივა. ამისი წინასწარმეტყველება შეუძლებელია. მე ვიცი, რომ არაფერი არ ჩამიდენია. შეუძლებელია ჩემთვის რამის ინკრიმინირება. და კანონს რომ მიჰყვებოდეს პროკურატურა და სასამართლო, მე შემიძლია წინასწარმეტყველება მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს ესე არ არის. უკანონობის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ეს შეიძლება დამთავრდეს დაკავებით, ეს შეიძლება დამთავრდეს სხვა რამე გზით. მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაც მე ვთქვი ის მაინც გაკეთდება. არ მადარდებს საერთოდ,”-განაცხადა ნიკა გვარამიამ. აბა რა არის მიზანი? შეთხზული ბრალი. წარმოუდგენელი რამე ხდება. თან ვინ მედავება, ქურდის ქურდი. წარმოუდგენელი რამე ხდება. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ჩვეულებრივ ვითარებაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე სადამდე წავა უკანონობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩემთვის ნებისმიერი განვითარება არის აბსოლუტურად გასაგები. მზად ვარ ნებისმიერი განვითარებისთვის და ის ადამიანები რომლებიც მუშაობენ ჩემთან ერთად და გუნდი უკვე არსებობს და ყველას თავისი დავალება აქვს, მაინც მიიყვანენ საქმეს ბოლომდე. მთავარი უკვე გაკეთებულია. ძირითადი გუნდი არსებობს და მათ იციან რა უნდა ქნან. ახლა მე სად ვიქნები ამ დროს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იტვირთბა....