ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ღრმა შოკში ვარ სამარცხვინო პრეზიდენტის მოღალატეობრივი ტექსტის გამო” – გვარამია

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, 6 წლის წინანდელ აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მოსაზრებას  ეხმაურება.

როორც გვარამია აღნიშნავს, პრეზიდენტის ასეთი მიმართვა ქვეყნის ინტერესების ღალატია

“გამაოგნებელი ტექსტია. ჩვეულებრივი, ღია, სწორხაზოვანი ქვეყნის ინტერესების ღალატი. პირდაპირ, ქართულ მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის არაშერჩევით დაბომბვას აბრალებს და თან პირველ ცეცხლს, რაზეც რუსეთს მოუწია რეაქცია.

ეს რას ვკითხულობ, შოკი მაქვს. გულწრფელად, ამას მართლა არ ველოდი. მეგობრებო, კოსოვოს აღიარებას მეტი კი არაფერი დაედო საფუძვლად. და საქართველოს პრეზიდენტის ეს ტექსტი რას გვეუბნება, მართლა გაოგნებული ვარ. რა უნდ ამ ადამიანს, რას აკეთებს, საითკენ მიყავს?!

პირდაპირ ვამბობ: ყველა ინდიკაციაა, რომ ესენი არ გამორიცხავენ სამხრეთ ოსეთის აღიარებას, სავარაუდოდ, აფხაზეთისაც. ისტორიული კატასტროფაა და ამათ კი გაყრიან კეტებით, მარა აღიარებას აღარაფერი არ ეშველება.

უბრალოდ, ძალიან ღრმა შოკში ვარ სამარცხვინო პრეზიდენტის სრულიად კატასტროფული და მოღალატეობრივი ტექსტის გამო. ესეთი ტექსტები უკვე სამართლებრივ შედეგებს დააყენებს, თუ ასე გაგრძელდა’ წარმოუდგენელია სრულიად!

update: ძველი ყოფილა. და ეს ავირჩიეთ პრეზიდენტად! გაშტერებული ვარ, ეს რას ვხედავ” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რო დღეს აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. სალომე ზურაბიშვილმა 2014 წელს განაცხდა, რომ სააკაშვილმა ცხინვალზე – ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე- ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა.

“იმ ღამეს, სააკაშვილმა ცხინვალზე – ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე- ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა”

ამავე თემაზე: “სააკაშვილის რეჟიმმა ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭები” – ვოლსკი

იტვირთბა....