თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ბექა ნაჭყებიას ინფორმაციით, ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა მას ბრალი წვრილმან ხულიგნობაში დასდო.
მისი თქმით, ლექტორი ხულიგნობაში ბრალს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში, აზრის გამოხატვის გამო სდებს.
“უნივერსიტეტის სუს-ის აგენტები, რომლებიც პროფესორ-აკადემიკოსებად გვევლინებიან, აფსურდულ დანაშაულში მდებენ ბრალს! სიტყვისა და აზრის თავისუფლებას მიზღუდავენ! ლექტორი გიორგი გორაშვილი, რომელსაც სახელმწიფომ სისხლის სამრთლის დანაშაული აპატია, სასამრთლოს შენობაშივე მემუქრება რომ საფლავამდე ჩამყვება და უნივერსიტეტს დამატოვებინებს, ხოლო შსს-ის გამომძიებელი ანი ნინუა მიწოდებს უსინდისო და უნამუსო ადამინს სიმართლის თქმის გამო, რომელიც პროცესის პირველი ეტაპის შემდეგ, გადის მივლინებაში და შინაგან საქმეთა მინისტრისგან ხელფასის მომატებას ელოდება. სიტყივერ შეურაცხყოფას აყენებენ ჩემ დამცველსაც.
საქმეს, რომლის პრეცენდენტი ქართულ სმართალს არ ახსოვს, რომელიც გამოძიებაში არც უნდა დაწყებულიყო ამ მიმართულებით, დღეს პროცესზე ხუთ საათიანი განხილვის შემდეგ 14 აგვისტოს ნიშნავენ! არის კითხვის ნიშნები – არ არის პასუხები!
რექტორები იცვლებიან უნივერიტეტში “შიდა სამზარეულო” უცვლელი რჩება! დედაუნივერსიტეტის სახელით იქმნიან იმიჯებს და თავიანთი სახელებით ლახავენ უნივერიტეტის სახელს!
ადმინისტრაციამ, მიუხედავად იმის რომ დიდი ხანია საქმის კურსიშია, მხოლოდ გუშინ, მას შემდეგ რაც ქეისმა გამოხმაურება ჰპოვა, კონფიდენცილური შეხვედრა მთხოვა და დამიქფიქსირა პოზიცია, რომ რაღაც ძალები მიბიძგებენ სიმართლე დავიცვა! გაიჟღერა ფრაზამ: “სტუდენტებმა ლექტორზე როგორ უნდა გავიელვოთ ცუდი აზრი” – კომუნიზმში გვაბრუნებენ! არ კმაყოფილდებიან თვალთვალით, პირადი სივრცის ხელყოფით და სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას მიზღუდავენ! ეს არ არის ჩემი და ლექტორის დავა – ეს დავა სტუდენტების დავაა უსამრთლობის წინააღმდეგ! უზნეობის წინააღქმდეგ! ამორალურობის წინააღმდეგ! დისკრიმინაციის წინააღმდეგ! სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ! ჩაგვრის წინააღმდეგ! ეს ბრძოლა სტუდენტების თავისუფლებისთვის ბრძოლაა! სახლემწიფომ 14 აგვისტოს უარი უნდა უთხრას კომუნიზმის აზროვნებას. კოლეგა წმინდათა-წმინდა არაა, სტუდენტები არ ვართ პაიკები!
გუშინ მე დამემქურნენ, ჩემზე მოახდინეს ფსიქოლოგიორი ზეწოლა – დღეს ჩემ კურსელზე! ვინ იქნება შემდეგი?!
სამართლის ლექტორი, რომელიც სამართალს უნდა გვასწავლიდეს, მსგავს მესიჯებს გვიგზავნის სტუდენტებს: