ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოცნება აპირებს, დანიშნოს იუმორის კომისარი” – დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ  რჩება შთაბეჭდილება  „ქართული ოცნება“ აპირებს, დანიშნოს იუმორის კომისარი, რომელიც გაარჩევს კანდიდატმა იხუმრა რაღაც, თუ სერიოზულად თქვა.

“მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს, დანიშნოს იუმორის კომისარი, ანუ ადამიანი, რომელიც გაარჩევს კანდიდატმა იხუმრა, სერიოზულად თქვა რაღაც, ირონიულად, ცინიკურად თუ სარკასტულად. ამით დაკავდება, რომ გაარჩევს ამ განცხადებებს და რა თქმა უნდა, განგვდევნიან პოლიტიკური პროცესებიდან გურულებს და იმერლებს.

აი ასეთი აბსურდული ტიპის ინიციატივაა, თუმცა ჯდება ზოგად მიმართულებაში, რომელიც არის კრიტიკული აზრის დევნა და შეზღუდვა. ამას ჩვენ ვხედავთ ზვიად კუპრავას დაპატიმრებაში, ვხედავთ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის განცხადებებში, ვხედავთ აი ამ ინიციატივაში, რომ ზოგადად მკაცრდება დამოკიდებულება კრიტიკული აზრის მიმართ. ამიტომ მოსდის თავში ვიღაცას ასეთი ინიციატივები, რომლებიც არაკონსტიტუციურია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს და ევროპის სამართლებრივ სივრცეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

იტვირთბა....