„ევროპული საქართველოს“ წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები, აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან აქციას მართავენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შმაგი ჩოხელმა აღნიშნა, ამ აქციით მათ სურთ ხმა მიაწვდინონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ უფრო ეფექტური პოლიტიკა გაატარონ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
„პოლიტიკოსები უნდა გამოფხიზლდნენ და უფრო ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოლიტიკაში, რადგან რუსი ოკუპანტია და თუ არ იქნება ერთიანი პოლიტიკა, ოკუპაცია მოვა თბილისამდე”,- განაცხადა შმაგი ჩოხელმა.
ახალგაზრდებს მუდამ უნდა ახსოვდეთ ის გმირები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ , ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლინდა დოლიძემ ისაუბრა.
„7 აგვისტოს დაიწყო სინამდვილეში ომი და არა 8 აგვისტოს, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ამტკიცებს. ჩვენ დღეს ჰიბრიდული ომის პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენ გვინდა ყოველ წელს იმართებოდეს ასეთი აქციები, რათა ახალგაზრდებს, ვისაც რუსული აგრესია საკუთარი თვალით არ უნახავთ, ახსოვდეთ ის გმირები, რომლებიც 2008 წელს დაიღუპნენ”, – განაცხადა ლინა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა.