ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ბატონი ვოლსკი იმეორებს კრემლის გზავნილებს” – სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი გია ვოლსკის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც მმართველი გიუნდის წევრი ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლებას ადამნაშაულებს.

სამადაშვილის თქმით რაც ვერ მოახერხა რუსეთმა და პუტინმა 2008 წელს ომით, ის შეძლო 2012 წელს,  “ქართულმა ოცნებამ, როცა ქვეყანა ჩაიბარა.

“2008 წლის სამხედრო ინტერვენციის მთავარი ამოცანა იყო ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლა. პროდასავლური და დემოკრატიული მთავრობის ჩამოშლა. სამწუხაროდ ის, რაც 2008 წელს ომით ვერ მოახერხა რუსეთმა წარმატებით განახორციელა 2012 წელს, როცა ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა იმ ძალამ რომელსაც წარმოადგენს ვოლსკი. ამიტომ არაფერს მოველით მისგან ან “ქართული ოცნების” რომელიმე სხვა წარმომადგენლისა, გარდა იმისა, რომ გაიმეორებენ სიტყვა-სიტყვით იმ გზავნილებს, რა გზავნილებითაც საუბრობს რუსეთი, კრემლი და პუტინი 2008 წლის ომის თაობაზე, ეს არის პირდაპირ კრემლის გზავნილები და ლოგიკურია, რომ ბატონი ვოლსკი იმეორებს ამ გზავნილებს” – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა. ამ მოვლენას როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის ლიდერებიც გამოეხმაურნენ. როგორც გია ვოლსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, სააკაშვილის რეჟიმმა აგვისტოს ომში, ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭები.

იტვირთბა....