მთავარი ციტატა

“ჯარისკაცებმა, რომლებიც 11 წლის წინ დაიღუპნენ, საქართველოს მისცეს ამოსუნთქვის საშუალება”

“ჯარისკაცებმა, რომლებიც 11 წლის წინ, ამ დღეებში დაიღუპნენ, საქართველოს მისცეს ამოსუნთქვის საშუალება, რომ რუსულ აგრესიას სწრაფად არ მიეღწია საკუთარი ამოცანისთვის, რაც მდგომარეობდა საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დამხობაში. მათი ხსოვნა ყველა ჩვენგანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში, ამ ბრძოლაში მთავარი მონაპოვარის – ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაკარგვა არ დავუშვათ. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას არასოდეს დაუშვებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი იყოს და არ დაუშვას ყველაზე უფრო დიდი საფრთხე – ჩვენს შიგნით საფრთხე, ჩვენს შიგნით შეგუება იმასთან, რომ რუსული ოკუპაციის და პოლიტიკური კარნახის გარეშე, არ გვექნება თავისუფალი ქვეყნის აშენების შანსი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“.

გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

იტვირთბა....