ცნობილი რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის გაყალბების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, სოციალურ ქსელში მის არხზე შესაბამისმა პოსტმა 50 000 ნახვა დააგროვა. როგორც შევჩენკო აცხადებს, ყველამ რუსეთში, ისედაც კარგად იცის, რომ პუტინი ჩვეულებრივი მატყუარაა და აყალბებს საქართველოს ისტორიას.
“სხვათაშორის, პუტინის ნარატივში ეჭვი შეაქვთ თავად ცნობილ ოს ისტორიკოსებსაც” – აცხადებს შევჩენკო.
შევჩენკოს თქმით, ტყუილი, რომელიც პუტინმა თქვა, ეს არის მისი პოლიტიკური მეთოდი, რითაც შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს.
“ის, ამით, რეალურად, ემუქრება საქართველოს, ნუთუ მას არ ჰყავს მრჩეველები? ამით პუტინი რეალურად ეუბნება საქართველოს, რომ თუ არ დაემორჩილებით სტატუს ქვოს, თქვენ ისევ ტიფლისის გუბერნია გახდებითო” – ამბობს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე ხნის წინ, “რუსთავი 2”-ში გიორგი გაბუნიას ცნობილი უცენზურო გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ისტორიის მისეული ინტერპრეტაცია წარმოადგინა.