ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 მამაკაცი ემსხვერპლა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. თვითმხილველთა ცნობით, ერთმანეთს „ბეემვეს“ მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.

მათივე ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ მოტოციკლს შეეჯახა, შემდეგ ბორდიურზე ავარდა. გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადირები.

იტვირთბა....