თურქეთში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. 26 წლის მამაკაცი ზღვამ სანაპიროზე გამორიყა. გავრცელებული ცნობით, უბედური შემთხვევა 5 აგვისტოს მოხდა – საქართველოს მოქალაქე თურქეთში ჩაის საკრეფად იყო ჩასული.
იმ დროს, როცა სანაპირო დაცვა წყალში ჩავარდნილ კაცს ეძებდა, გარდაცვლილი ახალგაზრდას ცხედარი ნაპირთან იპოვეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარს ამჟამად ექსპერტიზა უტარდება. საქართველოს მოქალაქეს შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ