ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როცა ერთკაციანი პარტია ხარ, შეიძლება, მილიონიანი რესურსი გაყიდო, რაც წარსულში ხშირად ხდებოდა” – კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, თქმით, ოპონენტების მხრიდან საუბარია სიძულვილის ენასთან დაკავშირებით მომზადებულ რეგულაციებზე, რაც ეუთო-ს რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.

“„ოდირი“ გვირჩევს, რომ შესაბამისი რეგულაციები შევქმნათ იმისათვის, რომ სააგიტაციო მასალაში სიძულვილის ენა არ მოხდეს. მეორე რეგულაცია იმას ემსახურება, რომ არ განმეორდეს ის, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცუდად გვახსოვს. გახსოვთ, რომ საარჩევნო კლიპების 2/3-ზე მეტი დათმობილი იყო ნეგატივსა და შეურაცხყოფაზე. გვინდა, რომ საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყოს ხედვაზე, პროგრამასა და იმ დაპირებებზე, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების მიერ. კრიტიკა ვერ შეიზღუდება“, – აცხადებს დეპუტატი.

მან ასევე აღნიშნა, რომ რიან ფიქტიური, ერთკაციანი პარტიები, რომელთაც არჩევნებში 0,67 პროცენტის აღების შანსი არ აქვთ და მათი ინტერესია, რომ ივაჭრონ, როგორც წარსულში ხდებოდა, საკმაოდ დიდი რესურსით

„კიდევ ერთი მომენტია ყურადსაღები. ის, რომ არიან ფიქტიური, ერთკაციანი პარტიები, რომელთაც არჩევნებში 0,67 პროცენტის აღების შანსი არ აქვთ და მათი ინტერესია, რომ ივაჭრონ, როგორც წარსულში ხდებოდა საკმაოდ დიდი რესურსით. საუბარია მილიონიან რესურსზე. როცა ერთკაციანი პარტია ხარ, შეიძლება, მილიონიანი რესურსი გაყიდო, რაც წარსულში ხშირად ხდებოდა. ეს ინტერესი არის. შედარებით დიდ პარტიებს სატელიტი პარტიები ჰყავთ, რომლებიც თავის თავს რეკლამას ვერ გაუწევენ, მაგრამ ინტერესი აქვთ, სარეკლამო დრო ან მსხვილ პარტიას გადასცენ, ან ნეგატივს დაუთმონ ოპონენტის წინააღმდეგ. ეს ცვლილებები იმას უზრუნველყოფს, რომ სარეკლამო დროის გადანაწილება და შესაბამისი შინაარსის განსაზღვრა მოხდეს“, – აცხადებს კობახიძე.

იტვირთბა....