მწერალი, პულიცერის პრემიის გამარჯვებული და ნობელის პრემიის ლაურეატი, ტონი მორისონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი ნამდვილი სახელი და გვარია ჰლოია ენტონი უოფორდი, დაიბადა 1931 წლის 19 თებერვალს ლორეინში.
მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ეპიკური თემებით და აფრიკელ-ამერიკელი ხალხის ხასიათის დეტალური აღწერით. (სწარო saba.com.ge)
“გარდიანის” ცნობით, მწერალი ნიუ-იორკში, საავადმყოფოში, ორშაბათს ღამით გარდაიცვალა.
ტონი მორისონმა აფრო-ამერიული ცხოვრების გამოცდილება მხატვრულ პროზაში, თავისი სამწერლო მოღვაწეობის 50 წლის განმავლობაში გადმოსცა.
“ვამაყობ, რომ მე და ტონი მორისონი ერთმანეთს “ვგავართ” – ეს პირველი აფროამერიკელი ქალი მწერალი-ნობელიანტია, მე პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი.” – ამბობდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მასზე.
„ტონი მორისონმა არა მხოლოდ შექმნა შთამბეჭდავი ძალის რთული რომანების ექსტრაორდინალური კონტექსტი, არამედ თავიდან დაწერა XX საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ისტორია.“ – ტერენს ელიოტი.
„არ არსებობს მსოფლიოში ტონი მორისონზე უკეთესი მწერალი. ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი მისი წიგნების წაკითხვასაც და მის გაცნობასაც.“ – ბობ დილანი.
ტონი მორისონის წიგნი – “საყვარელი” ქართულ ენაზეცაა ნათქრგმნი.