“ტყუილი არის ის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მყოფი ადამიანები ცდილობენ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ, მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას! ჩვენ გვქონდა ივნისში 20%-იანი ზრდა, ივნისამდე პერიოდი რომ ავიღოთ, მათ შორის აჭარაში დაფიქსირდა 40%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კურსის განსაზღვრაში ძირითადად მოქმედებს ორი ფაქტორი. პირველი არის ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური ფაქტორები და მეორე – მოლოდინები. მოლოდინები შეიქმნა ძალიან ნეგატიური, იმის ფონზე, რაც მოხდა, მათ შორის ამ უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ, რომლებიც მსგავს ტყუილებს ამბობენ მათ შორის. ამ ადამიანებში მე ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს და მათ მიერ კონტროლირებად მედიას. მოლოდინები სამწუხაროდ შეიქმნა ნეგატიური, მათ შორის ნეგატიური მოლოდინი იყო, რომ შეიძლება ეკონომიკური ვაჭრობაც შეზღუდულიყო და შესაბამისად, ამას გამოეწვია უფრო მეტი პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის და ტურიზმის მიერ გამოქვეყნებულმა შედეგებმა რა გვაჩვენა?! ფაქტობრივად ჩვენი ტურისტების რაოდენობა წელს არის იგივე, რაც იყო შარშან და ის მოლოდინი, რაც ჰქონდა ეკონომიკას, მათ შორის ჩვენს ბიზნესს, რომ ასეთი სწრაფი ტემპებით გავზრდიდით ჩვენ ტურისტების რაოდენობას, როგორც იყო დაგეგმილი არ გამართლდა“.
მამუკა ბახტაძე, პრემიერმინისტრი
ამ ტექსტით მან მედიას მიმართა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ მოიტყუა, როდესაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ტურისტების შემცირება დაასახელა.